ორი დღეა დასავლური და რუსული მედიის ყურადღება თეთრი სახლისა და კრემლსკენაა მიმართული.
17 მარტს ABC News-ტან ინტერვიუში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კითხვას, მიაჩNია თუ არა მას ვლადიმერ პუტინი მკვლელად – უპასუხო რომ დიახ, მიაჩნია.
კრემლიდან პასუხმა არ დაახანა: 18 მარტს ერთ-ერთი ტელეხიდის დროს ვალდიმერ პუტინმა განაცხადა: რა შეიძლება ვუპასუხო მას ჯანმრთელად იყავით ! მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ჩვენ ვამბობდით: „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“, – თქვა პუტინმა







