ყატარში, დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 5-მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ, დოჰაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ბასილაშვილმა შვეიცარიელტან პირველი სეტი 3:6 დათმო, თუმცა შემდეგ, თამაშის შემობრუნება შეძლო. მეორე პარტიაში ნიკოლოზმა ყველასთვის მოულოდნელად როჯერს სეტი 6:1 მოუგო.







