მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათების ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა.
კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა პირველი მარტიდან პირველ ივნისამდე გადაიწევს.







