„ქვეყანას კრიზისიდან ახალი ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის სახელით განაცხადა.
„ჩვენი ამოცანა არ არის ძალადობა, ჩვენი ამოცანა არ იქნება ვიღაცის დაჩაგვრა. ქვეყანა განვითარდება მხოლოდ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.







