ნავალნი როგორც ზნეობის ხატი? – ამ სათაურით ავსტრიულ დერ შტანდარტში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომლის ავტორიც ინსბრუკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და ვენის დილომატიური აკადემიის ლექტორი გერჰარდ მაგნოტია. ის პუბლიკაციაში რუს ოპოზიციონერს ზნეობის ჭრილში განიხილავს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სტილიზაცია უადგილოა – წერს გერჰარდ მაგნოტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გამონათქვამები, რომლითაც ალექსეი ნავალნის სობჭთა დისიდენტების, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და ანდრეი სახაროვის გევრდით აყენებენ – არსებობს კი მსგავსი განცხადებების ობიექტური საფუძველი – სვამს ავტორი კითხვას და თავადვე ცდილობს მის მიერ დასმულ კითხვას პასუხი გასცეს.
ავტორის თქმით, რა თქმა უნდა, სამივე მათგანი პოლიტიკური მოტივით დააკავეს, მაგრამ ორივე საბჭოთა დისიდენტი ზნეობრივი ავტორიტეტები და „ინტელექტუალური თავისუფლებისთვის“ მებრძოლები იყვნენ.
მართალია, მოგვიანებით სოლჟენიცინი რუსული ნაციონანალიზმით გამოირჩეოდა, მაგრამ ის მაინც, სტალინიზმისა და მისი მემკვიდრეობის უმნიშნელოვანესი კრიტიკოსი იყო.
წყარო: derstandard







