აშშ-ში 12 წლის ბიჭმა თავისი ბებიის სახლში შეჭრილ 2 მძარცველს ესროლა.შემთხვევა ჩრდილოეთი კაროლინაში, ქალაქ გოლდსბოროში მოხდა.
გოლდსბოროს პოლიციის ინფორმაციით, ორი ნიღბიანი კაცი 73 წლის ლინდა ელისის სახლში ღამის პირველ საათზე შევიდა, ქალს ფულს სთხოვდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა ლინდას ესროლა
ლინდას 12 წლის შვილიშვილმა მძარცველებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად მძარცველიდან ერთ-ერთი, 19 წლის მოზარდი დაიჭრა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
73 წლის ლინდას მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
სავრაუდოდ, ბავშვს ბრალდებას არ წაუყენებენ, რადგან ის თავს იცავდა.







