კორონავირუსის სამკურნალო ახალმა პრეპარატმა, EXO-CD24-მა თელ-ავივის იჩილოვის სამედიცინო ცენტრში კვლევის პირველი ფაზა წარმატებულად დააასრულა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იჩილოვის სამედიცინო ცენტრის განცხადებით, პრეპარატი კოვიდით ინფიცირებულ ადამიანებს ვირუსის სწრაფად დამარცხებაში დაეხმარა.
„ეს დიდი გარღვევაა“,- განაცხადა ცენტრის პროფესორმა, ნადირ არბერმა.
მისი თქმით, EXO-CD24-ს 30 ინფიცირებულ პაციენტზე გამოსცადეს, რომლებსაც ვირუსის საშუალო ან მძიმე ფორმა ჰქონდ







