მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 100 წლის ბრიტანელი სერ ტომ მური, რომელმაც პანდემიის დროს ქველმოქმედებისთვის 33 მილიონი ფუნტი შეაგორვა, კორონავირუსით გარდაიცვალა.
ბიბისის თანახმად, ვეტერანს კორონავირუსი წინა კვირას დაუდასტურდა, მოგვიანებით კი სუნთქვის გართულებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოცემის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კორონავირუსზე აცრის გაკეთება ვერ მოხერხრდა.
30 აპრილს, მურმა 100 წლის იუბილე აღნიშნა. ამ დროისთვის ის უკვე ბრიტანეთის გმირი იყო. დაბადების დღეს მას პოლკოვნიკის საპატიო წოდება მიენიჭა, ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა კი იუბილე თვითმფრინავით სახლზე გადაფრენით მიულოცეს.
ტომ მურის გარდაცვალებას გამოეხმაურა როგორც დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ასევე, პრემიერ-მინისტრი.
“ის მთელი მსოფლიოსთვის იმედის სხივი და ადამიანის გამარჯვების განსახიერება იყო” – თქვა პრემიერმა ჯონსონმა.







