„ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო-კულტურული ნაკრძალისაკენ ახალი თანამედროვე საავტომობილო გზა შენდება“ – ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა, ხალკ გაზეთი წერს. ცნობისთვის დავით გარეჯის სამონასტრრო კომპლექსს აზერბაიჯანელები „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ.
გამოცემის თანახმად, აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2021 წელს აღსტაფის რაიონში, აშენდება ახალი საავტომობილო გზა, რომელიც სახელმწიფო კულტურულ-ისტორიული ნაკრძალისკენ – ქეშიქჩიდაღისკენ მიდის.
ახალი საავტომობილო გზა იწყება „აღსტაფა-ფოილო-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 38 – ე კილომეტრზე. გზის სიგრძე კი 32 კილომეტრი იქნება.
ქეშიქჩიდაღის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ახალი გზა დიდ როლს შეასრულებს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების საქმეში, არამედ მთლიანად რეგიონისთვის პოტენციურ შესალებლობებსაც გააფართოვებს – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.








