დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ექიმების ნაწილის მხრიდან თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას ეხმაურება.
“პიროვნულ დავაში არ შემოგვყებით, მე პაუსხს ვცემ ყველა ჯანდაცვის ექსპერტს, რომელიც თავის თავს უწოდებს ექსპერტს, ან აღიარებულია ექსპერტად სამედიცინო საზოგაოდების მიერ, ამავე დროს, ბატონი თენგიზ ცერცვაძე გახლავთ, ერთ ერთი ყველაზე ცნობლი და გამოცდილი კლინიცისტი ქვეყანაში, და სიტყვებს ახირება, გადახირება და ა.შ ძალიან გთხოვთ ნუ ხმარობთ, იმიტომ, რომ ის არის ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმი ქვეყანაში, რომელსაც ჭკუას ეკითხება ძალიან ბევრი ადამიანი და თავის დროზე ჭკუას ეკითხებოდნენ ის ხალხი, რომელიც დღეს აკრიტიკებს”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.







