ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დამხმარე რობოტი სახელწოდებით „პეპერი“ მხოლოდ ტელემედიცინის სიმბოლოა და მას რომელიმე კლინიკაში ვერ ვიხილავდით.
„რაც შეეხება რობოტ პეპერს, პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ ის არის ციფრული ტექნოლოგიების და ტელემედიცინის სიმბოლო და კოვიდის პერიოდში ჩვენ ონლაინ კლინიკის ფარგლებში ტელემედიცინის კომპონენტებს ვიღებთ. ეს არ გულისხმობდა, რომ რობოტ პეპერს თქვენ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავდით. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ რობოტი პეპერის სიმბოლო, როგორც ტელემედიცინის, ჩართული იქნებოდა პაციენტების მკურნალობის კომპონენტში, რაც დღეს ფუნქციონირებს”, – განაცხადა ტიკარაძემ.







