ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ქართველმა ფეხბურთელებმა დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთში ადგილობრივი ჩემპიონი „კლუჟი“ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დაამარცხეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ჭყონიამ გაიტანა.
კლუბის მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ ფეხბურთელებთან ერთად გამარჯვება აჭარულის ცეკვით აღნიშნა.







