ყველა ვინც გამოვა და მოყვება როგორ მოხდა გაყალბება. გექნებათ არამხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტია, არამედ ყველანაირად წახალისდებით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „ფეუსბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ის ცესკო თანამშრომლებს მოუწოდებს გადაწყვეტილება მიიღონ ერთ-ორ დღეში, რის შემდეგაც მათ ხელშეუხებლობის გარანტიას ექნებათ.







