გურჯაანის მუნიციპალიტეტ, სოფელ ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გურჯაანის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავარიის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში გარდაცვლილი 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია, რომელიც ამავე სოფელში მსახურობს.







