საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი კოვიდინფიცირებული იყო. ამის შესახებ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მას ვირუსი მუბუქ ფორმაში ჰქონდა და ისე გადაიტანა არც გაუგია.
„ახლა მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია, არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, დაავადებებია, რაღაცეებია, მაგრამ მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ, მსუბუქ გრიპზეუფრო მსუბუქად გადავიტანე, რა თქმა უნდა ფრთხილად უნდა ვიყოთ.
რამდენიმე კვირის წინ ვიყავი (ინფიცირებული) და თითქმის არც გამიგია , უბრალოდ მერე ამომიგდო ანტისხეულები“, – აღნიშნა სააკაშვილმა.







