საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ, გორში მომხდარ ავარიას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მინდა ხაზგასმით მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.







