ირაკლი კობახიძის თქმით, ის მზად არის პოლიტიკიდან წავიდეს, თუ „ქართული ოცნების“ 3 კანდიდატი - ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნებში დამარცხდებიან. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„და რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე და გადაეცით თქვენს ნიკა გვარამიას, ამ შემთხვევაში ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან“, - განაცხადა კობახიძემ.








