ქობულეთში ყოფილი სტატისტიკის შენობაში მცხოვრები მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მერიის შენობაში შეიჭრნენ. ისინი თვითნებურად დაკავებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული შენობა გაიყიდა და არ იციან რა ბედი ელით მათ.







