„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ზუგდიდში საქართველოს ბანკიდან მძევლების გაყვანის კადრებს ავრცელებს.
როგორც გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი მცარცველთან შეკრულია და ფარულად ამყარებს კონტაქტს.
„ახლა კარგად დააკვირდით ხვიბლიანის გადაადგილებას ამ ვიდეოში და მარტივად მიხვდებით, რომ არავითარი მძევალი ის არაა: ფორმალურად აქვს ხელები აწეული, გადაადგილდება საკუთარი მიხედულებით (და არა მკაცრად მითითებული მარშრუტით, როგორც სხვა მძევლები) ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ტერორისტს, რაც გამორიცხულია.
და მთავარი: დააკვირდით ვიდეოს ბოლო ათ წამს - ფარულად ამყარებს კომუნიკაციას ტერორისტთან“, - წერს გვარამია.







