საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში ზუგდისის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება დაუშვებელია.
„ახლა ამაზე საუბარი და მით უმეტეს პირდაპირი ეთერით გაშუქება არ შეიძლება, რადგან ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებშიც. ერთი ადამიანია დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ბანკის ფილიალში. დარწმუნებუილი ვარ სამართალდამცველები ყველა ღონეს გმოიყენებენ, რომ ეს ღონისძიება დამთვრდეს მშვიდობიანად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.







