ორი დღის წინ სოციალური ქსელის მომხმარებელმა დავით მოდებაძემ „ფეისბუკზე“ ატვირთა გახოკიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხობთან გადაღებული ვიდეო.
კადრში კარგად ჩანს, თუ როგორ დასეირნობს ვირთხა მზა საკვებზე, რომელიც სავარაუდოდ მეორე დღეს გაიყიდა.
დღეს, აღნიშნული ობიექტი სახალხო კონტროლმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა.









