„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ კოალიციურ მთავრობაში მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს.
„სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის "ოცნებას" და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. [...] ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა თავი. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან მიიღებენ პასუხს. ჩაფლავებული ოცნებები და განიავებული იდეალები, მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან“, - აცხადებს უგულავა.







