თბილისში პირველკლასელ ბავშვს ეძებენ. ოჯახის ახლობლის განცხადებით, მოზარდი დაახლოებით 3 საათის წინ აეროპორტის დასახლებიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი აუტიზმის სპექტრის მქონეა, საუბარი არ შეუძლია.
ბავშვს აცვია შავი ზედა და ნაცრისფერი შარვალი, თან აქვს ზურგჩანთა. (ფოტო დღესაა გადაღებული)







