ანაკლიაში ქვიშის ქარი მძვინვარებს, საკურორტო ზონა შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს, რადგან, როგორც მოსახლეობა ამბობს, ქარიან ამინდში ტერიტორიაზე ქვიშის ქარი დგება, რის გამოც იქ ცხოვრება გაუსაძლისია.
„სუნთქვა გვიჭირს. „გავსკოჩეთ“ კარებიც მაგრამ არაფერი არ შველის,ყველაფერი დამტვერილია ავეჯი,აუტანელი ცხოვრება გვაქვს“, – ამბობს ანაკლიელი ეკა გვილია.







