ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება.
ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებული იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს გადაეცემა.
„ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე თბილისის ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება“, – განაცხადა კახი კალაძემ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.








