უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ სასწავლებლებს დისტანციური ფორმატი ამ ეტაპზე შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და ზუგდიდში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.







