„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენილი ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გადაცემის ეთერს პოლიტიკაში წასვლის შესახებ მონოლოგით იწყებს.
როგორც ის ამბობს, ეს შეთავაზება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და თანამებრძოლ მეგობარს უარი არ უთხრა. ნანუკა ჟორჟოლიანი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ არასოდეს მოატყუებს, ყოველთვის მოუსმენს და მისი საარჩევნო კამპანია სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებული იქნება.







