პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გამო, სისტემური, მკაცრი შეზღუდვები აღარ იქნება.
„ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს და არცერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს.
არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას“, – თქვა გახარიამ.








