თბილისის მერია გაცნობებთ, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, ავლაბრის მოედნიდან, თელავის ქუჩის კვეთამდე.
2022 წლის 20 იანვრიდან, 4 თვის განმავლობაში, ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „სამასი არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ალ. წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით.








