განახლება: ტექსტი შესწორებულია მითების დეტექტორის მიხედვით
სანტას ფორმაში ჩაცმული მამაკაცი კოვიდ-რეგულაციებს აპროტესტებდა, რა დროსაც პოლიციას პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის წარდგენაზე უარი უთხრა. პოლიციამ მისი ვინაობის დასადგენად მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანა და ერთ საათში გაათავისუფლა.
გერმანიის ქალაქ შტრალზუნდში 13 დეკემბერს მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, ქალაქის ცენტრში 65-მდე ადამიანმა კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული რეგულაციების გასაპროტესტებლად არასანქცირებული შეხვედრა ქალაქის ცენტრში საშობაო ბაზრობასთან მოაწყო, რეგულაციების თანახმად კი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეკრებების ორგანიზება აკრძალულია.
ამ მიზეზით პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია მოსთხოვა. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეს, 47 წლის მამაკაცს სანტა კლაუსის ფორმა ეცვა, თუმცა ქალაქის საშობაო ბაზრობაზე არ მუშაობდა და მხოლოდ რეგულაციების გასაპროტესტებლად იყო მისული. მან პოლიციას პირადი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა, რის გამოც ის პოლიციის მანქანით განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოში სწორედ ეს მონაკვეთია ასახული. პოლიციის განცხადებით, მამაკაცი 1 საათში, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისი ვინაობის დადგენა მოხერხდა.







