ფინანსები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებიში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს იკავებს და კი, ბევრ ფულს ბევრი ბედნიერების მოტანაც შეუძლია, თუმცა შეიძლება კოვზი ნაცარში მხოლოდ იმიტომ ჩაგვივარდეს, რომ არასწორად განვკარგავთ ჩვენ საკუთარ ფინანსებს და არ ვაწარმოებთ ეტაპობრივ აღრიცხვას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ჩვენი გასავალი და რაში გვეხარჯება თვის მანძილზე ყველაზე მეტად ფული, რადგან საჭიროების შემთხვევაში ისე დავაოპტიმიზოთ, რომ უფრო უკეთესად ვმართოთ ეს პროცესი.
კომპანიის დონეზე საქმე უფრო კომპექსურადაა, თუმცა მთავარი პრინციპი აქაც იგივეა: ფინანსების მაქსიმალურად ეფექტიანად მართვა, რათა სუფთა მოგება მეტი იყოს და შესაძლებლობა გვქონდეს სამომავლო პროექტებში სწორად მოვახდინოთ ინვესტირება.
ბუღალტერია ნებისმიერი კომპანიაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც სტარატაპებისთვის, ისე დიდი კომპანიაებისთვის. ამ სფეროს მოგვარება ჯობს პროფესიონალებს მიანდოთ, რადგან მცირედი შეცდომაც კი შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით, რეპორტების მეშვეობით მუდმივად თვალს ადევნებდეთ მის დინამიკას და მუდმივად პროცესების პულსზე ხელი გედოთ. ფინანსების კონტროლით არამხოლოდ განსაზღვრავთ ამ ეტაპზე მოგებაში ხართ თუ არა, არამედ შეძლებთ სწორად დაგეგმოთ რესურსები და გადაწყვეტილებებიც მეტად ეფექტურად მიიღოთ.
თანამედროვეობაში, მასინ როდესაც ინერგება ახალი ტექნოლოგია, ჩნდება ინოვაციური მიდგომებიც სხვადასხვა საკითხის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი მიდგომა ბუღალტერიის აუთსორს კომპანიისთვის ჩაბარებაა, რითიც დღითიდღე უფრო მეტად ინტერესდებიან სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის მენეჯერები და რომლის ეფექტურობაზეც სულ უფრო ხშირად საუბრობენ წამყვანი სპეციალისტები. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, ან ადამიანების გუნდი, ვინც ფინანსებს ჩაიბარებს იყოს ამ საქმის პროფესიონალი და ჰქონდეს საკმარისი კომპეტენცია, რათა სრულად დაალაგოს ამ სფეროში პროცესები.
სისტემატიზაცია ბუღალტერიისთვის მნიშვნელოვანი დეტალია, ის არ უნდა იყოს ქაოტური, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ყოველ გასათვალისწინებელ დეტალს, უნდა ჰქონდეს ერთიანი სახე და უნდა იყოს მარტივად აღქმადი. როგორც წესი, უამრავი ადამიანისთვის ბუღალტერია ასოცირდება მხოლოდ მშრალ ციფრებთან, თუმცა რეალურად კარგი ბუღალტერი მხოლოდ ამით არ კმაყოფილდება. ბუღალტერიის სწორად წარმოება ხელსაწყოა კომპანიის წარმატებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის მენეჯერული თუ სხვა პროცესების უკეთ ოპტიმიზაციას. კარგი ბუღალტერი ეცდება პოზიტიური გავლენა მოახდინოს პროცესებზე, მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმოს სამომავლო გეგმები და ჩართული იყოს პროექტებში, რაც ყოველი მენეჯერისთვის ერთგვარი ფუფუნება შეიძლება აღმოჩნდეს.
ფინანსური ინფორმაციის შეგროვების შემდეგ ბუღალტერი მას ზომავს, ადარებს წინა პერიოდებს და დაამუშავებს ისე, რომ სწორად ფორმულირებული იყოს. ამის შემდეგ, თქვენ გამოგიგზავნით, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში თან დართული იქნება საკუთარი კომენტარები თუ რჩევები, რაც დაგეხმარებათ სიტუაციის უკეთეს ანალიზსა და დაგეგმვაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღის ნებისმიერ მომენტში ხელმისაწვდომი იყოს, რათა უეცრად წარმოქმნილი პრობლემა ეფექტურად, მოკლე დროში მოაგვაროთ. გასათვალისწინებელი დეტალია ის ფაქტიც, რომ კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველი დეტალი, განსაკუთრებით კი ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდეს კანონიერ ჩარჩოში, რისთვისაც აუცილებელია სანდო ადამიანი, ვინც ჩაიბარებს ფინანსებს. საბოლოო ჯამში, ბუღალტერიის მართვის სტილით შეიძლება განისაზღვროს კომპანიას სურს წარმატების მოპოვება თუ არა.







