დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის სავალდებულო აცრის მომხრეა. მათ შორის ამირან გამყრელიძე სამედიცინო პერსონალს და პედაგოგებს ასახელებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.







