ფოთი-გრიგოლეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ვიდეო: პალიტრავიდეო







