“ამ ეტაპზე, ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ ამ საკითხზე დადებითი პასუხი გითხრათ”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას იმის შესახებ, აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრიდან.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.







