“რკინის გუმბათი“ რომელსაც ისრაელში არც თუ ისე იშვიათად „ცის ღმერთად“ მოიხსენიებენ, ქვეყნის ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემაა ის უმართავი ბალისტიკური და საარტილერიო რაკეტების ჩამოსაგდებადაა განკუთვნილი.
ის ორი დამოუკიდებელი სისტემისგან შეგდება „დავითის შურდული“ და „ისარი“.
„რკინის“ გუმბათი“ ისრაელის არმიის შეიარაღებაში პირველად 2011 წელს გამოჩნდა. შექმნილია კომპანიების Rafael Advanced Defense Systems და Israel Aerospace Industries-ის მიერ, შეერთებული შტატების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
რკინის გუმბათის მთავარი მიღწევა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან განმასხვავებელი მისი რადარია. მას უსწრაფესად შეუძლია მოახდინოს მიზნების იდენტიფიკაცია და მათი ტრაექტორიის გამოთვლა. ანალიზის სისტემა კი განსაზღვრავს, წარმოადგენს თუ არა რაკეტა საფრთხეს.
რკინის გუმბათის მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური, უმართავი რაკეტების ტრაექტორიას ითვლის, თუ სისტემა დაადგენს, რომ უმართავი რაკეტა დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდება, მაშინ მისი ჩამოგდების ბრძანებას არ გასცემს.
ის მხოლოდ მაშინ რეაგირებს, თუ შემომავალი რაკეტა დასახლებულ პუნქტს ან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს უქმნის საფრთხეს.
2021 წლის 11 მაისს ისრაელის რკინის გუმბათის სისტემამ 700 მდე რაკეტის გაუნებელყოფა შეძლო.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, რკინის გუმბათის ანტისარაკეტო სისტემამ წლების განმავლობაში ათასობით რაკეტა შეაჩერა და მისი ეფექტურობა 90 პროცენტს უტოლდება.







