პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება.
“ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ, ამაზე ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები. ეუთო/ოდირის დასკვნებიც ვნახეთ. ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება“, – განაცხადა რარიბაშვილმა.







